Accessibility links

ფილიპ გორდონი პარასკევს მინსკში ჩადის


პარასკევს ბელორუსიას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ეწვევა. ბელორუსიაში აშშ საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი მინსკში ერთდღიანი ვიზიტისას შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ლიდერებს. ეს იქნება აშშ ხელისუფლების წარმოამდგენლის ყველაზე მაღალი დონის ვიზიტი ბელორუსიის დედაქალაქში 2008 წლის მარტის შემდეგ, როცა ბელორუსიის ხელისუფლებამ აშშ ელჩს მინსკის დატოვება მოსთხოვა. ეს ვაშინგტონის მიერ სანქციების დაწესების გამო დიპლომატიური უთანხმოების შედეგი იყო. ბოლო წლების მანძილზე აშშ და ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაში, მედიის ცენზურასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშულებენ.
XS
SM
MD
LG