Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი როგოზინი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება


ნატოში რუსეთის ელჩი დმიტრი როგოზინი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს - ანდერს ფოუ რასმუსენს შეხვდება. შეხვედრაზე რუსეთი-ნატოს საბჭოს რეფორმირების გზებზე იმსჯელებენ. როგოზინის თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ორი ”ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი” განიხილება - როგორ გაუმჯობესდეს ნატოსა და რუსეთს შორის ინფორმაციის გაცვლა და როგორ გადაილახოს უთანხმოებები, მათ შორის ის უთანხმოება, რომელიც საქართველოში, სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის ყოფნას შეეხება.
XS
SM
MD
LG