Accessibility links

logo-print

ბირმის სასამართლომ ახალი განაჩენი გამოუტანა აუნ სან სუ ჩის


ბირმის სასამართლოს თანახმად, ადამიანის უფლებების დამცველმა აუნ სან სუ ჩიმ კანონი დაარღვია და დაადგინა, რომ ის კვლავ შინაპატიმრობაში უნდა დაბრუნდეს. 64 წლის სუ ჩის ბრალი ედება, რომ მან დაარღვია შინაპატიმრობის პირობები, როცა ამერიკელმა მამაკაცმა გადაცურა ტბა და მას დაუპატიჟებლად ესტუმრა სახლში. თავდაპირველად სასამართლომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა შრომა-გასწორებით ბანაკში. მაგრამ ბირმის სამხედრო რეჟიმის ლიდერმა შეარბილა ეს განაჩენი. ევროპის კავშირმა დაგმო სასამართლოს ახალი განაჩენი და აუნ სან სუ ჩის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG