Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დამცველი და მისი მეუღლე მოკლეს


ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დამცველი და მისი მეუღლე მოკლეს

ჩეჩნეთში მოკლულები იპოვეს ცნობილი ადამიანის უფლებების დამცველი ზარემა სადულაევა და მისი მეუღლე ალიკ ჯაბრაილოვი. მათი გვამები გროზნოს გარეუბანში აღმოაჩინეს. როგორც იტყობინებიან, გვამები ნაპოვნია ავტომანქანის საბარგულში. რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია “მემორიალმა” განაცხადა, რომ სადულაიევა და ჯაბრაილოვი ორშაბათს გაიტაცეს გროზნოს ოფისიდან. სადულაევას არასამთავრობო ორგანიზაცია, “გადავარჩინოთ თაობა”, ჩეჩნეთში დახმარებას უწევდა ბავშვებს, რომლებიც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ორი სეპარტისტული ომის შედეგების გამო განიცდიდნენ პრობლემებს. სადულაევასა და მისი მეუღლის მკვლეობის გამო ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა. საგანგებო განცხადებაში დე პუჩი აღნიშნავს, რომ უფლებათა დაცვის სფეროში ჩეჩნეთსა და მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებასთან შეგუება შეუძლებელია.
ამ მკვლელობებამდე ერთ თვეზე უფრო ნაკლები დროით ადრე ჩეჩნეთში მოკლეს ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დამცველი, ნატალია ესტემიროვა.
XS
SM
MD
LG