Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა


გალში, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების რიგით მესამე შეხვედრა, რომელშიც თბილისის, სოხუმის, რუსეთის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ თბილისის დელეგაციამ კვლავ დასვა გალის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და თავისუფლად მიმოსვლის საკითხები. უტიაშვილის ინფორმაციით, საუბარი იყო ექვს ახალ საგუშაგოზეც, რომლის გახხნას რუსეთის სამხედროები უკანონოდ აპირებენ. შემდეგი შეხვედრა გალში ორ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG