Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ოპოზიციის თანახმად, საპროტესტო გამოსვლებისას 69 ადამიანი დაიღუპა


ირანის ოპოზიციის ლიდერის, მირ ჰოსეინ მუსავის თანამებრძოლის, ალი რეზა ბეჰეშტის თქმით, ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო გამოსვლებში 69 ადამიანი იქნა მოკლული. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები, რომლის მეორე რაუნდში პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაიმარჯვა, გაყალბებული იყო. ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლებში დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ბეჰეშტის თქმით, მან დღეს პარლამენტს გადასცა 69 ადამიანის სია, რომლებიც საპროტესტო გამოსვლების დაშლისას იქნენ მოკლული. ირანში საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით უკვე ასზე მეტი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ოპოზიცია მათ საჩვენებელ პროცესებს უწოდებს.
XS
SM
MD
LG