Accessibility links

logo-print

კარზაის თქმით, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის თქმით, თალიბანი ვერ შეძლებს მომავალი კვირისთვის დანიშნული არჩევნების ჩაშლას. ქაბულში, თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას მან თქვა, რომ 20 აგვისტოს არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და რომ ავღანელებისთვის სასიცოცხლო მნიშნველობა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობას. თალიბანმა პირობა დადო, რომ ჩაშლის საპრეზიდენტო და პროვინციის საბჭოს არჩევნებს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ავღანეთში ძალადობის მატება შეინიშნება. თავდასხმების შედეგად შვიდი სამხედრო, მათ შორის სამი ამერიკელი, დაიღუპა უკანასკნელი სამი დღის მანძილზე.
XS
SM
MD
LG