Accessibility links

გაეროს ხელმძღვანელი აუნ სან სუ ჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი, ბირმის პრო-დემოკრატი პოლიტიკური ლიდერის, აუნ სან სუ ჩის, დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა - მას შემდეგ, რაც სუ ჩის 18 თვით გაუგრძელეს შინაპატიმრობა. მშვიდობის დაცვის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ პოლიტიკოსს ბრალი დასდეს შინაპატიმრობის პირობების დარღვევაში, იმიტომ რომ მაისში ამერიკელმა მამაკაცმა ტბა გადაცურა, და მას დაუპატიჟებლად ესტუმრა სახლში. გაერომ სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო, ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ ბირმის სამხედრო რეჟიმს ”დამატებით მიზნობრივ სანქციებს” დაუწესებს. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში აუნ სან სუ ჩის შინაპატიმრობაში თითქმის 14 წელიწადი აქვს გატარებული.
XS
SM
MD
LG