Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდრო ბარნოვი


ანდრო ბარნოვი
ანდრო ბარნოვი
12 აგვისტოს დილით რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის ბოლო გზავნილზე უკრაინის პრეზიდენტისადმი, უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ ფონზე. ბარნოვი თვლის, რომ უსაფუძვლოა ზოგიერთი ექსპერტის მიერ იმის მტკიცება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იუშჩენკოს რეიტინგზე იზრუნა. ბარნოვის აზრით, დმიტრი მედვედევის მიზანი უკრაინის ყოფილ ბლოკში დაბრუნებაა და ის უკრაინაში დაგეგმილი არჩევნების ამისთვის გამოყენებას შეეცდება. ექსპერტი თვლის, რომ რუსეთი ყველა საკითხის ესკალაციას შეეცდება, რისი შესაძლებლობაც უკრაინასთან ურთიერთობაში აქვს. თუმცა, ბარნოვი ნაკლებად მოელის, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ წავა ევროპაში მიმავალი ბუნებრივი აირის ნაკადის შეწყვეტაზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG