Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა მოსკოვს უპასუხა


უკრაინის პრეზიდენტისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ, პარტია „ნაშა უკრაინას“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ და პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელმა ვერა ულიანჩენკომ დღეს განაცხადა, რომ დიმიტრი მედვედევის მიმართვის აგრესიული ტონი არსებითად, არა ვიქტორ იუშჩენკოს და მის პოლიტიკას, არამედ მთელ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს შეეხება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა უკრაინა არამეგობრულ და ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და პრეზიდენტ იუშჩენკოს მსგავსი კურსის გამო, კიევში ახალი ელჩის გაგზავნა გადადო. უკრაინის პრეზიდენტის სამდივნოს დღევანდელი რეაქციის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარასინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ მედვედევის მიმართვის აგრესიად აღქმა სამდივნოს ინტერპრეტაციაა.
XS
SM
MD
LG