Accessibility links

logo-print

ინგუშეთში მშენებლობის მინისტრი მოკლეს


ინგუშეთში მოკლეს მშენებლობის მინისტრი რუსლან ამირხანოვი. გავრცელებული ინფორმაციით, მას ქალაქ მაგასში მდებარე ოფისში შეუვარდა ორი დაუდგენელი შეიარაღებული პირი. ინგუშეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან ალექსეი ვორობიოვის განცხადებით, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა უკავშირდება სამშენებლო პროექტების ბოლოდროინდელ აუდიტებს, რომლებმაც არაერთი დარღვევა და ფულის გაფლანგვა გამოავლინა. ინგუშეთში, რომელიც ჩეჩნეთს ესაზღვრება, ხშირია ოფიციალურ პირებზე და სამართალდამცავ სტრუქტურებზე თავდასხმები. ივნისში თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო აფეთქება, მიმართული ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ იევკუროვის წინააღმდეგ. იევკუროვი გადარჩა, ის ორი დღის წინ გამოწერეს მოსკოვის საავადმყოფოდან, სადაც აფეთქების შემდეგ მკურნალობდნენ.
XS
SM
MD
LG