Accessibility links

logo-print

დღეს ჟენევის კონვენციების მიღების მე-60 წლისთავი აღინიშნება


მსოფლიო ჟენევის კონვენციების მიღების მე-60 წლისთავს აღნიშნავს. 1949 წელს ხელმოწერილი ოთხი კონვენციით გამიზნულია სამოქალაქო პირების, ტყვეების, დაჭრილებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომელთა დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, რომელიც კონვენციების დაცვას მეთვალყურეობს, მე-60 წლისთავი გამოიყენა კონვენციების უკეთ დაცვისაკენ მოწოდებისთვის. კონვენციები 194 ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული.
XS
SM
MD
LG