Accessibility links

logo-print

თბილისში ოპოზიციის ლიდერებისა და ძალოვანი მინისტრების შეხვედრა გაიმართა


თბილისში გაიმართა ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. მონაწილეებს შორის იყო “ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელმაც დადებითად შეაფასა მოლაპარაკება. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების საქმეებს საქართველოს შსს ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლის და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ოპოზიციას კონკრეტულ პასუხს გასცემს. შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღევანდელი შეხვედრისას მიაღწიეს აგრეთვე შეთანხმებას, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების გაგრძელების შემთხვევაში, ოპოზიციას შსს ხელმძღვანელებთან 24-საათიანი კავშირი ექნება.
XS
SM
MD
LG