Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნოვაია გაზეტა" აღარ გააგზავნის კორესპონდენტებს ჩეჩნეთში


რუსეთის წამყვანმა ოპოზიციურმა გამოცემა “ნოვაია გაზეტამ” დღევანდელ ნომერში გამოაცხადა, რომ აღარ გააგზავნის ჟურნალისტებს ჩეჩნეთში. დღევანდელ ნომერშივე დაიბეჭდა სტატია სათაურით “ვის აქვს მიღებული მკვლელობის ლიცენზია?” მასში რუსეთის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინს მიმართავენ შეკითხვით, ხომ არ მიმდინარეობს კამპანია ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დამცველთა გასანადგურებლად? ბოლო კვირების მანძილზე ჩეჩნეთში რამდენიმე აქტივისტი მოკლეს. ბოლო შემთხვევა იყო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზარემა სადულაევასა და მისი მეუღლის მკვლელობა გროზნოში.
XS
SM
MD
LG