Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სასამართლომ 23 წლის ახალგაზრდა ტერორისტების ხელშეწყობაში დაადანაშაულა


აშშ ფედერალურმა სასამართლომ 23 წლის ესანულ ისლამ სადეყი დამნაშავედ სცნო ”ძალადობრივი ჯიჰადის” მხარდაჭერაში, რადგან ის ტერორირსტულ დაჯგუფებებს აშშ-დან უგზავნიდა ამერიკის ღირსშესანიშნაობების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებს. სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატების არგუმენტები იმის შესახებ, რომ სადეყის ინტერნეტ-დისკუსიები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმაზე უწყინარი საუბარი იყო. აშშ ხელისუფლება არ თვლის, რომ სადეყი წარმოადგენს საფრთხეს ამერიკისთვის, თუმცა, ამტკიცებს, რომ მან განახორციელა საგანგებო საქმიანობა ოკეანისგაღმელი ტერორისტების საქმიანობის ხელშეწყობისთვის. პაკისტანში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებას სადეყიმ მიაწოდა ვიდეო-ჩანაწერები, მათ შორის - იყო კაპიტოლიუმისა და პენტაგონის კადრები.
XS
SM
MD
LG