Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებზე შეტაკებისას 45 ადამიანი დაიღუპა


მინიმუმ 45 ადამიანი დაიღუპა ფილიპინების სამხრეთის კუნძულზე შეიარაღებული შეტაკებისას ფილიპინელ სამხედროებსა და მუსულმან მეამბოხეებს შორის. დაღუპულთა შორის 22 მეამბოხეა და 23 ჯარისკაცი. შეტაკება მეამბოხეთა დაჯგუფება ”აბუ საიაფის” მთავარ საწვრთნელ ბაზაზე, კუნძულ ბასილანზე მოხდა. აბუ საიაფი ითვლება ყველაზე სასტიკ დაჯგუფებად, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ეს დაჯგუფება დაკავშირებულია ჯემაა ისლამიასა და რადიკალურ მუსლიმთა აზიის ჯგუფთან, რომელიც პასუხისმგებელია 2002 წლის ბალის აფეთქებებისა და ჯაკარტის სასტუმროებში განხორციელებულ აფეთქებებზე.
XS
SM
MD
LG