Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთ-უკრაინის უთანხმოებას გამოეხმაურა


აშშ მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტისადმი რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკული გამონათქვამები ორი ქვეყნის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ხელს ვერ შეუწყობს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ფილიპ კროულის განცხადებით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს. ნატოში გაწევრიანებას კროულიმ უკრაინის სუვერენული უფლება უწოდა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას აშშ მხარს უჭერს. ამასთან, ამერიკელი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი დაინტერესებულია კიევისა და მოსკოვის კონსტრუქციული ურთიერთობით.
XS
SM
MD
LG