Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღების ფაქტს უარყოფს


აშშ-მა კვლავ უარყო რუსეთის ბრალდება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი საქართველოს შეიარაღებას განაგრძობს. სააგენტო ინტერფაქსთან ინტერვიუში თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ თბილისის სამხედრო დახმარებისთვის პენტაგონის ბიუჯეტში არსებული 100 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული მიზნებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტს გადაეცა. ვერშბოუს თქმით, იმ წლებშიც კი, როდესაც საქართველოს სამხედრო დახმარებისთვის ორას მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, ვაშინგტონს თბილისისთვის არც საბრძოლო თვითმფრინავები გადაუცია და არც საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, აშშ-ის მიზანი ქართული არმიის პროფესიონალიზმის გაზრდა და სამხედრო რეფორმების ხელშეწყობაა. ამასთან, თავდაცვის მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც საკუთარ საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება აქვს
XS
SM
MD
LG