Accessibility links

logo-print

საპარლამენტო კომისია გმობს აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის ჩასვლას


ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ჩასვლის გამო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა და პუტინის მოქმედება საქართველოსადმი კიდევ ერთ მტრულ ჟესტად და მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა. საპარლამენტო კომისია აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ჩავიდა სწორედ ის ადამიანი, რომლის სახელსაც შარშანდელი სამხედრო აგრესია უშუალოდ უკავშირდება. კომისია იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზეთში რუსეთის პრემიერის ჩასვლას საერთაშორისო თანამეგობრობა შესაბამისად შეაფასებს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტურ ზონებში მყიფე მშვიდობის შენარჩუნებისა და რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG