Accessibility links

logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაგრაში მომხდარ აფეთქებას იძიებს


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ საღამოს გაგრაში მომხდარი აფეთქების გამო სპეციალური საგამოძიებო შტაბი შექმნა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა. მომხდარს საომარი მოქმედებების გამოძახილი უწოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვდადიმირ პუტინმა, რომელიც ოთხშაბათს სოხუმში იმყოფებოდა. მისი გამგზავრების შემდეგ, აფეთქება მოხდა სოხუმშიც, სადაც არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG