Accessibility links

logo-print

ჰიუმან რაიტს უოჩი: ისრაელმა ღაზაში მშვიდობიან მოქალაქეებს ესროლა


შეერთებულ შტატებში განთავსებული, საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია ”ჰიუმერ რაიტს უოჩი” აცხადენს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციისას ისრაელმა ესროლა 11 მშვიდობიან პალესტინელს, რომლებსაც ხელში თეთრი დროშები ეჭირათ. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ დახოცილებს შორის იყო ორი გოგონა, რომლებიც თავიანთი სახლის წინ იდგნენ და ხელში თეთრი ნაჭრები ეჭირათ. ისრაელის განცხადებით, მისი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას არ ესროდნენ - მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ”ჰამასის” მებრძოლები ფარად იყენებდნენ მოსახლეობას, რომელიც თეთრ დროშებს აფრიალებდა. კვირის დასაწყისში ჰიუმენ რაიტს უოჩმა ჰამასი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა ისრაელის ქალაქებში რაკეტების სროლის გამო.
XS
SM
MD
LG