Accessibility links

logo-print

ევროკავშირი კრიტიკით გამოეხმაურა აფხაზეთში პუტინის ვიზიტს


ევროპის კავშირი კრიტიკით გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის ვიზიტს აფხაზეთში. გაერთიანების მორიგე თავმჯდომარის, შვეციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში პუტინის ვიზიტი ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. "ევროკავშირი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წინასწარი თანხმობის გარეშე ჩავიდა" - ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტის თანახმად, ამ ვიზიტს ევროკავშირი განიხილავს როგორც "ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი შეუსაბამოს" - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, აგრეთვე, რომ "ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას."
XS
SM
MD
LG