Accessibility links

logo-print

პოლონეთის დევნილთა ბანაკში 20 ქართველი შიმშილობს


პოლონეთში, ქალაქ ბიალა-პოდლიასკას დევნილთა ბანაკში საქართველოს 20-მა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ლუბლინი“ იუწყება. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მოშიმშილეები ლტოლვილის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ, რათა ამ გზით დეპორტირება აიცილონ თავიდან. აქციის მონაწილეები ბანაკის ტერიტორიაზე ჩაიკეტნენ და შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეების თქმით, აქციის მიზეზი სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ცუდი მოპყრობა გახდა. თავის მხრივ, პოლონელი მესაზღვრეები, რომლებიც ბანაკს მეთვალყურეობენ, აცხადებენ, რომ მოშიმშილეები ამ გზით ცდილობენ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება დააჩქარონ. საქართველოს მოქალაქეების პოლონეთში შიმშილობის შესახებ საგარეო უწყებაში ჯერ ინფორმაციას არ ფლობენ.
XS
SM
MD
LG