Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერი დევისი გმობს აფხაზეთში მომხდარ აფეთქებებს


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა დაგმო აფხაზეთში 12 აგვისტოს მომხდარი აფეთქებები და მათ "ტერორიზმის" კვალიფიკაცია მიანიჭა. საგანგებო განცხადებაში დევისი მკაცრად გმობს აფეთქებებს, რომელთა შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. "ერთი კვირის წინ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოთქვამდა შეშფოთებას იმის გამო", - ვკითხულობთ განცხადებაში - "რომ ქართველი და რუსი პოლიტიკოსების რიტორიკას ორ ქვეყანას შორის ომის პირველ წლისთავზე შეიძლებოდა ძალადობის განახლება მოჰყოლოდა. მოხარული ვარ, რომ წლისთავმა ესკალაციის გარეშე ჩაიარა, მაგრამ უნდა დავგმოთ ბოლო დღეებში აფხაზეთში მომხდარი აფეთქებები." ტერი დევისის თქმით, დროა სამხრეთ კავკასიაში ყველამ შეიგნოს, რომ ტერორიზმი დანაშაულია და სრულიად მიუღებელია თანამედროვე ევროპაში.
XS
SM
MD
LG