Accessibility links

logo-print

აშშ ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიისთვის გაწვრთნის


შეერთებული შტატები განაახლებს სამხედრო-საწვრთნელ მისიას საქართველოში, ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციისთვის მომზადების მიზნით - ასეთი განცხადებით გამოვიდა ხუთშაბათს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-მდივანი, ჯეფ მორელი. ”საქართველოს სურს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციას შეუერთდეს. ჩვენ გვინდა მათ ამისათვის მზადებაში დავეხმაროთ” - განაცხადა მან. მორელმა იქვე დასძინა, რომ გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად, ამ საკითხზე რუსეთთან კონსულტაცია შედგა. ”საწვრთნელი პროგრამის მიზანი საშინაო თავდაცვისთვის მზადება არ იქნება. ჩვენს რუს პარტნიორებს ღიად ავუხსენით, რასაც ვაკეთებთ” - განაცხადა მორელმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები საქართველოში რამდენიმე ათეულ ინსტრუქტორს გაგზავნის. საწვრთნელი მისიის შესახებ პირველმა ”ნიუ-იორკ ტაიმსმა” დაწერა. გაზეთის თანახმად, საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორების პირველი წარმომადგენლები საქართველოში უკვე კვირას ან ორშაბათს ჩავლენ, სულ კი მათი რაოდენობა მომავალი ექვსი თვის განმავლობაში 10-დან 69-მდე იმერყევებს. წვრთნა 1 სექტემბერს დაიწყება.
XS
SM
MD
LG