Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პუტინის მიერ აფხაზეთისათვის მიცემულ დაპირებებს აკრიტიკებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ აფხაზეთისთვის მიცემული დაპირებების გამო - რომ საქართველოს სეპარატისტულ რესპუბლიკას თითქმის 500 მილიონი დოლარი გამოეყოფა სამხედრო და სხვა სახის დახმარების სახით. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ”რუსეთმა და რეგიონის სხვა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.” კროულის განცხადებით, ვაშინგტონში იმედი აქვთ, რომ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პუნქტებს დაიცავს. პუტინის 12 აგვისტოს ვიზიტი ევროკავშირმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასვლისთვის მას თბილისის თანხმობა უნდა ჰქონოდა.

XS
SM
MD
LG