Accessibility links

logo-print

ფილიპ გორდონი ბელორუსიაში ჩავიდა


ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ გორდონი, მინსკში ჩავიდა. ბელორუსიისთვის ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი რანგის სტუმრობაა ვაშინგტონიდან. ფილიპ გორდონი მინსკში ერთ დღეს დაჰყოფს, და მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტამდე გორდონი აცხადებდა, რომ ბელორუსიამ უფრო მეტი თავისუფლება უნდა მისცეს ოპოზიციის აქტივისტებს, მედიას, და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუკი სურს რომ შეერთებულმა შტატებმა მოხსნას მისთვის დაწესებული სანქციები. შეერთებული შტატები და ევროკავშირი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას უკვე წლებია ადანაშაულებენ ოპონენტების დაპატიმრებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში, და არჩევნების გაყალბებაში მესამე ვადით არჩევისას.
XS
SM
MD
LG