Accessibility links

logo-print

მერკელისა და მედვედევის მოლაპარაკების მთავარი თემა ვაჭრობა იქნება


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ხვდება. როგორც მოელიან, მოლაპარაკების მთავარი თემა ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები იქნება. რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში გამართული ეს მოლაპარაკება ორ ლიდერს შორის მიმდინარე წელს შემდგარი მესამე შეხვედრა იქნება. გერმანია რუსეთის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს ევროპაში, თუმცა ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ეკონომიკის გლობალური კრიზისის ფონზე. სავარაუდოდ, მერკელი შეხვედრაზე ადამიანის უფლებების თემასაც შეეხება. ხუთშაბათს მან გერმანიის ერთ-ერთ რადიოსადგურს უთხრა, რომ წამოჭრის უკანასკნელ პერიოდში ჩეჩნეთში სამი უფლებადამცველის მკვლელობის საკითხს.
XS
SM
MD
LG