Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში სროლას 4 პოლიციელი და 2 მეამბოხე ემსხვერპლა


ჩეჩნეთის ოფიციალური პირების ცნობით, ხუთშაბათს გროზნოს სიახლოვეს პოლიციასა და სავარაუდოდ მეამბოხეებს შორის სროლა მოხდა, რასაც ოთხი პოლიციელი და ორი მეამბოხე ემსხვერპლა. დღეს დილით ჩეჩნეთის სხვა რაიონში შინაგან საქმეთა სამხედროების 5 წარმომადგენელი დაიჭრა შეიარაღებულ პირებთან მომხდარი სროლისას. ჩრდილოეთ კავკასიაში უკანასკნელ პერიოდში ძალადობის გახშირება შეიმჩნევა. მეზობელ დაღესტანში ხუთშაბათს ოთხი პოლიციელი და შვიდი ქალი დაიხოცა, როდესაც პოლიციის განყოფილებას და მასთან ახლოს მომუშავე საუნას შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ოფიციალური წყაროების თანახმად, ამის შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელთა მანქანის გაჩერება სცადა, რასაც სამი თავდამსხმელის სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG