Accessibility links

logo-print

საგარეო უწყება: საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში შიმშილობა არ გამოუცხადებიათ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 21 მოქალაქეს, რომლებიც პოლონეთში ერთ-ერთ დახურულ ბანაკში იმყოფებიან, შიმშილობა არ გამოუცხადებიათ. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები უარს მხოლოდ ბანაკის ადმინისტრაციისგან მიწოდებულ საკვებზე ამბობენ. პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ქვეყნის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. საელჩოს განცხადებით, საქართველოში მოქმედებს კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს ატყუებს და პოლონეთში არალეგალურად ჩაყვანის შემდეგ, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში გამგზავრებას ჰპირდება. საელჩოს განმარტებით, როგორც წესი, მსგავსი შემთხვევები საქართველოს მოქალაქეთა დაკავებით და დეპორტაციით სრულდება.
XS
SM
MD
LG