Accessibility links

logo-print

ტიმოშენკო: უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია


უკრაინის პრეზიდენტისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვას დღეს პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საშინაო და საგარეო პოლიტიკას თავად განსაზღვრავს. ტიმოშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინა მზად არის აღმოსავლეთ და დასავლეთ პარტნიორთა მოსაზრებები და ინტერესები გაითვალისწინოს, მაგრამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. იულია ტიმოშენკოს განცხადებით, ის, როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რუსეთთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს და მომავალში ასევე მოიქცევა ნებისმიერ თანამდებობაზე, რომელსაც უკრაინელი ხალხი ანდობს. ტიმოშენკოს უკრაინა-რუსეთის თანამშრომლობის პროცესში ნებისმიერი პაუზა დაუშვებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ მთავრობა ამ პოზიციის შესაბამისად იმოქმედებს
XS
SM
MD
LG