Accessibility links

logo-print

მედვედევმა და მერკელმა ეკონომიკური კავშირები და ადამიანის უფლებები განიხილეს


დღეს სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, პრეს-კონფერენციაზე გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ეკონომიკის გლობალური კრიზისის მიუხედავად, ორ ქვეყანას სავაჭრო კავშირების გაფართოების ბევრი შესაძლებლობა აქვს. რუსეთსა და გერმანიას შორის ეკონომიკური კავშირების მაგალითად მედვედევმა ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი მოიყვანა. ეს გაზსადენი 2011 წლისთვის უნდა ამოქმედდეს, და გერმანიას ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიაწოდოს. ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე წამოჭრა უკანასკნელ პერიოდში ჩეჩნეთში მომხდარი უფლებადამცველების მკვლელობების საკითხი. მერკელის თქმით, ამგვარი მკვლელობები მკაცრად უნდა იქნას დაგმობილი. მედვედევმა ამ შემთხვევებს ”პოლიტიკური მკვლელობები” უწოდა და განაცხადა, რომ ისინი კავკასიის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG