Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ოპოზიციის ლიდერმა ციხეში წამების ახალი დეტალები გამოაქვეყნა


ირანის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მეჰდი ქარუბიმ განაცხადა, რომ არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების დროს დაპატიმრებულ ზოგიერთ პირს, ციხეში ცხოველივით ოთხზე სიარულს აიძულებდნენ. ციხის თანამშრომლები, ქარუბის თანახმად, მათ ზურგზე ასხდებოდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ. განცხადებაში, რომელიც ქარუბის პოლიტიკური პარტიის, “ეთემად მელის” საინტერნეტო საიტზე გამოქვეყნდა, ასევე ნათქვამია, რომ ქაჰრიზაკის საპატიმროში დაკავებულებს აშიშვლებდნენ და ერთმანეთზე დაწოლას აიძულებდნენ. ამ კვირაში ქარუბიმ განაცხადა, რომ დაკავებული ქალები და მამაკაცები ციხეში “სასტიკად გააუპატიურეს”. გაუპატიურების შესახებ ბრალდება, რომელსაც მღელვარება მოჰყვა ირანში, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ უარყო. არაერთი დაკავებული ქაჰრიზაკის ციხეში დაიღუპა.
XS
SM
MD
LG