Accessibility links

ქაბულში აფეთქებას შვიდი ადამიანი შეეწირა


ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, ნატოს შტაბბინასთან, თვითმკვლელის მიერ ავტომანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 91 პირი. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ ზაჰერ აზიმის თქმით, აფეთქება მოხდა "უშიშროების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების" მთავარ შესასვლელთან. ამ არეალში განთავსებულია ინდოეთის, ესპანეთის, იტალიის და აშშ-ის საელჩოები, ასევე პრეზიდენტის სასახლე. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელმაც როიტერს განუცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო აშშ-ის საელჩო, მაგრამ თვითმკვლელმა მას ვერ მიაღწია. ავღანეთში 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებია.
XS
SM
MD
LG