Accessibility links

აშშ-ის სენატორი მიანმარის ოპოზიციის შინა პატიმრობაში მყოფ ლიდერს შეხვდა


აშშ-ის სენატორმა, ჯიმ უებმა, რომელიც მიანმარშია ვიზიტად, განაცხადა, რომ ის ამ ქვეყანას კვირას დატოვებს ამერიკის მოქალაქესთან ერთად, რომელიც იქ ახლახან გაასამართლეს და შვიდი წლით ციხე მიუსაჯეს. უები თავის საინტერნეტო საიტზე წერს, რომ მადლობას უხდის მიანმარის მთავრობას, აშშ-ის თხოვნის, გაეთავისუფლებინა ჯონ უილიამ იეტოუ, შესრულებისთვის. იანგუნში, უები დემოკრატიული ოპოზიციის შინა პატიმრობაში მყოფ ლიდერს აუნ სან სუ ჩის შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია. შეხვედრა შედგა მას მერე, რაც ამ კვირაში, სუ ჩის, დამატებით 18 თვით შინა პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მის ბინაში, სადაც ის სასჯელს იხდიდა, ცურვით, დაუპატიჟებლად მივიდა იეტოუ. უები, სენატის აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. ის დღეს მიანმარის სამხედრო რეჟიმის მეთაურ ტან შვეს შეხვდა.
XS
SM
MD
LG