Accessibility links

logo-print

საქართველოში დღეს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ჯგუფი ჩადის


ქართული ბატალიონის ექვსთვიან სწავლებას, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ჯგუფი, რომელიც 15 აგვისტოს ჩადის საქართველოში, პირველ სექტემბერს დაიწყებს. როგორც აშშ-ს შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში 60-70-მდე ამერიკელი სამხედრო ჩავა, რომლებიც 750-კაციან ქართულ ბატალიონს სწავლებას ჩაუტარებენ.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ კროულიმ განაცხადა, ამერიკელი საზღვაო ქვეითები სწავლებას ჩაუტარებენ ქართულ ბატალიონს, რომელიც შემდეგ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG