Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რელიგიურმა ლიდერმა იუსტიციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა


ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის იუსტიციის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა აიათოლა სადეყ-ლარიჯანი. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ლარიჯანი, პარლამენტის თავმჯდომარის ძმაა და წევრია საკონსტიტუციო ზედამხედველობის უწყების, გუშაგთა საბჭოსი. ის შეცვლის აიათოლა ჰაშემი-შაჰრუდის, რომელსაც ამ პოტზე ათწლიანი ვადა გასდის. ეს ცვლილება ხდება პერიოდში, როცა საპროტესტო აქციების ბევრი მონაწილის სასამართლო პროცესები იმართება. კვლავ ციხეშია 200-მდე ზომიერი პოლიტიკოსი, აქტივისტი, ადვოკატი და ჟურნალისტი.
XS
SM
MD
LG