Accessibility links

logo-print

მიხაილ ხოდორკოვსკი არ აპირებს პრეზიდენტს შეწყალება სთხოვოს


საპატიმროში მყოფმა, რუსეთის ენერგოკომპანია “იუკოსის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ “რუსულ ნიუზუიკს” განუცხადა, რომ არ აპირებს თავი დამნაშავედ სცნოს არჩადენილ დანაშაულში. მისი თქმით, ახლა მისი მთავარი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, კანონიერ შედეგს მიაღწიოს “იუკოსის” ორი ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ მიმართულ მეორე სასამართლო პროცეზე, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს. მიხაილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევს, რომლებიც 8 წლიან პატიმრობას იხდიან საფინანსო დანაშაულისთვის, ახლა აბრალებენ ნავთობის მიტაცებას და გადასახადების გადახდისთვის თავის არიდებას.
XS
SM
MD
LG