Accessibility links

logo-print

კლინტონმა ირანს დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების განთავისუფლებისკენ მოუწოდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც დაკავებული, ან დაკარგული არიან ამ ქვეყანაში. კლინტონი შეეხო ხუთ კერძო შემთხვევას, სამ მოგზაურს, რომლებიც ერაყიდან ირანში ივლისში გადავიდნენ და დააკავეს, ასევე ირანული წარმოშობის ამერიკელ მეცნიერს, არეულობის წაქეზების ბრალდებით დაპატიმრებულს, და კერძო დეტექტივს, “ეფ-ბე-აი-ს” ყოფილ აგენტს, რომელიც ირანში დაიკარგა 2007 წელს. კლინტონმა ირანს მოთხოვა სწრაფად გაარკვიოს ამერიკელ მოქალაქეთა საქმეები.
XS
SM
MD
LG