Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გრძელდება ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესები


ირანში სხვაგვარად მოაზროვნეების სასამართლო პროცესები გრძელდება. იუსტიციის უწყების თანახმად, დღეს დაიწყო 25 ოპოზიციონერის პროცესი თეირანის "რევოლუციურ სასამართლოში". არ არის ცნობილი, ვინ არის ეს 25 პირი. ოფიციალური ცნობით, ციხეებშია კვლავ 110 დისიდენტი. მათ შორის არიან თეირანში ბრიტანეთის და საფრანგეთის საელჩოების თანამშრომლები, რომლებსაც ბრალად ედებათ ჯაშუშობა და კავშირი დემონსტრაციებთან, რომლებიც მოჰყვა პრეზიდენტ აჰმადინეჟადის კვლავ არჩევას.
XS
SM
MD
LG