Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხემისჯილი ამერიკელი მოქალაქე აშშ-ის სენატორის თხოვნით, მიანმარიდან გაუშვეს


ამერიკელი მამაკაცი, რომელიც მიანმარში გაასამართლეს დემოკრატიული ოპოზიციის შინა პატიმრობაში მყოფ ლიდერ აუნ სან სუ ჩისთან სტუმრობის გამო, მიანმარიდან გაფრინდა. ჯონ იეტოუს შვიდი წელი მიუსაჯა სასამართლომ, მაგრამ აშშ-ის სენატორის ჯიმ უების თხოვნით, ის ამ ქვეყნის სამხედრო რეჟიმმა გაუშვა. იეტოუ ცურვით მივიდა სახლთან, სადაც სუ ჩი შინა პატიმრობაში იყო, რითაც დაირღვა პატიმრობის პირობა და სუ ჩის პატიმრობა 18 თვით გაუხანგძლივეს. უებმა, შეკითხვაზე, რა შესთავაზა მან სამაგიეროდსამხედრო რეჟიმს, უპასუხა, რომ არაფერი შეუთავაზებია, აუხსნა მხოლოდ, თუ როგორ უყურებენ მსოვლიოში ამ საკითხს, რაზეც, მისივე თქმით, მიანმარში, სათანადო წარმოდგენა არ აქვთ.
XS
SM
MD
LG