Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუვეითში ხანძარმა 41 ქალი და ბავშვი იმსხვერპლა


ქუვეითში ქორწილის დროს გაჩენილმა ხანძარმა 41 ქალი და ბავშვი იმსხვერპლა. ხანძარი გაჩნდა ქალების კარავში. 50 სხვა პირი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კარავს არ ჰქონდა საავარიო გასასვლელი, ცეცხლის გაჩენას მოჰყვა პანიკა და გასასვლელში ჭყლეტა. ქუვეითში ქორწილებზე, ქალები და მამაკაცები ცალცალკე სხედან.
XS
SM
MD
LG