Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზის ოფისის ცნობით, ირანმა გირაოთი ციხიდან გაათავისუფლა ფრანგი მოქალაქე


საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ოფისის ცნობით, ირანმა ციხიდან გირაოთი გაათავისუფლა ფრანგი მოქალაქე, მასწავლებელი, კლოტილდ რეისი. რეისი სასამართლოს წინაშე წარდგა ბრალდებით, რომ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი არეულობის დროს. რეისი ციხეში იყო ივლისის დასაწყისიდან. ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.
ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც არჩევნების შემდგომი პროტესტების დროს დააკავეს და ახლა ჯგუფურ სასამართლო პროცესს უწყობენ. დღეს ასეთი პროცესი გაიმართა თეირანში, 25 პირის წინააღმდეგ. სულ დაკავებულია 140-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG