Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაბრუნდა გავლენიანი საველე მეთაური დოსტუმი


ავღანეთში ემიგრაციიდან, თურქეთიდან დაბრუნდა გავლენიანი საველე მეთაური, აბდულ რაშიდ დოსტუმი, მას მერე, რაც ავღანეთის მთარობამ მიმართა, რომ შეუძლია შინ დაბრუნება. დოსტუმი ქაბულში დღეს საღამოს ჩავიდა, მას იქ გახარებული მომხრეები შეეგებნენ. ეთნიკურად უზბეკი დოსტუმი თურქეთში იმყოფებოდა შარშანდლიდან, როცა მთავრობამ ის გაათავისუფლა შინა პატიმრობიდან, რაც მოწინააღმდეგესთან ბრძოლის გამო მიუსაჯეს. დოსტუმი მნიშვნელოვანი მონაწილე იყო ალიანსისა, რომელმაც თალიბანი ჩამოაგდო, 2001 წელს. მაგრამ მას სისტემატურად ბრალდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა. მას მიეწერება, რომ რამდენიმე ათასი თალიბი პატიმრის დახოცვისთვის ნებართვა გასცა.
XS
SM
MD
LG