Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა


ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში მომხდარ ძლიერ აფეთქებას, “რია ნოვოსტის” ცნობით, 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ინგუშეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 70-მდე მეტი ადამიანი.
ინგუშეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, შინგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო განყოფილებასთან აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც შენობას "გაზელის" მარკის ავტომობილით მიუახლოვდა. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოყვა, იწვის შენობასთან ახლოს მდგარი ათეულობით ავტომანქანა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლიც. დღეს დილით ნაზრანში მომხდარ აფეთქებას ინგუშეთის მთავრობაში ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევენ.
XS
SM
MD
LG