Accessibility links

logo-print

ციმბირში, ჰიდროელექტროსადგურზე მასშტაბური ავარია მოხდა


8 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგურში მომხდარი ავარიის შედეგად. სადგურიდან მდინარე ენისეიში ჩაღვრილი ზეთის ლაქა ხუთ კილომეტრზე გაიშალა, თუმცა, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართვალოს ცნობით, სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე არ არსებობს და არც დასახლებული პუნქტების დატბორვის საშიშროება შექმნილა. ავარიის რაიონში პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მიავლინა საგანგებო სიტუაციათა მინისტრი შოიგუ, რომლის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის ათიდან სამი დაზიანებული აგრეგატის სრულად აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება. ავარიის გამო, ციმბირში ალუმინის მწარმოებელ ქარხნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუყდა. ჰიდროელექტროსადგურში მომხდარი ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია
XS
SM
MD
LG