Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხედროებმა ნიქოზის მკვიდრი დააკავეს


შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროებმა სოფელ ნიქოზის მკვიდრი დააკავეს. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ. დაკავებულის გასათავისუფლებლად შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის სამხედრო სარდლობასთან. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია.
XS
SM
MD
LG