Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, თბილისი აშშ-ისგან არანაირ შეიარაღებას არ მიიღებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკელი ინსტურქტორების მიერ ქართველი სამხედროების მომზადების ახალი პროგრამის ფარგლებში, თბილისი შეერთებული შტატებისგან არანაირ შეიარაღებას არ მიიღებს. მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განმარტებით, ამერიკელი სპეციალისტები საქართველოს ჯარისკაცებს, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, 6 თვის განმავლობაში მოამზადებენ. საქართველოს სამხედროები ავღანეთში გაზაფხულისთვის გაემგზავრებიან და აშშ-ისა და საფრანგეთის კონტინგენტების შემადგენლობაში იმსახურებენ.
XS
SM
MD
LG