Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა ინგუშეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში წესრიგის დამყარების განკარგულება გასცა


რუსეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა ნაზრანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. მან შინაგან საქმეთა მინისტრ ნურგალიევს ინგუშეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში შესაბამისი წესრიგის დასამყარებლად დამატებითი ზომების მიღება დაავალა. თავად რესპუბლიკის შსს-მ დღეს განაცხადა, რომ სამართალდამცავები მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ, ნაზრანში აფეთქებული ავტომანქანა კი - იძებნებოდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების სიძლიერე 100 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო.
XS
SM
MD
LG