Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რეფორმატორული პარტიის ლიდერის, მეჰდი ქარუბის თქმით, მისი გაზეთი დროებით დახურეს


ირანის რეფორმატორული პარტიის ლიდერის, მეჰდი ქარუბის თქმით, მისი გაზეთი დროებით დახურეს, მას მერე, რაც მასში დაიბეჭდა ბრალდებები, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ციხეში გააუპატიურეს. მეჰდი ქარუბის ვებსაიტის თანახმად, გაზეთი "ეტემად ე მელი" კვირას საღამოს დახურეს პროკურატურის ბრძანებით. ქარუბიმ ხელისუფლება განარისხა ბრალდებებით, რომ ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები ციხეში გააუპატიურეს მას მერე, რაც ივნისში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG